124
02 მარტი 2024, 20:50
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მდინარეში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |