საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდაც კი ვერ აღწევს ისეთ სიმაღლეებს, რასაც ცალკეული დასავლელი აქტორების მხრიდან სააკაშვილის ე.წ. ჰეროიზაცია, - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, ზოგიერთ ანგარებიან ევროპარლამენტარს, სააკაშვილის გათავისუფლების და პოლარიზაციის დასრულების მოწოდებით, სურთ საზოგადოებაში კონფრონტაცია, რაც ნაცსექტის უმთავრესი პრიორიტეტია, თუმცა ასეთები უმცირესობაში არიან და ობიექტურად შემფასებელი ევროპელი პარტნიორები ყველაფერს ჯეროვნად აფასებენ.
„საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდაც კი ვერ აღწევს ისეთ სიმაღლეებს, რასაც ცალკეული დასავლელი აქტორების მხრიდან სააკაშვილის ე.წ. ჰეროიზაცია. ზოგიერთი ანგარებიანი ევროპარლამენტარი გვიკიჟინებს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და თან ე.წ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ კრიმინალი სააკაშვილი დროებით გარეთ გამოუშვას. ან წარმოდგენა არ აქვთ საქართველოში არსებულ განწყობებზე ან სპეციალურად, მიზანმიმართულად სურთ საზოგადოებაში კონფრონტაცია, რაც ნაცსექტის უმთავრესი პრიორიტეტია. თუმცა, ანგარებიანი კრებსითი ფოტიგები და კუბილიუსები უმცირესობაში არიან. ობიექტურად შემფასებელი ევროპელი პარტნიორები ყველაფერს ჯეროვნად აფასებენ. მაგალითად, ახლახან, მინისტრ რატი ბრეგაძესთან ბერლინში შეხვედრაზე, ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბექერმა განაცხადა: შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ქვეყანამ უკან ჩამოიტოვა მისი ძალიან მძიმე წარსული. ციხეებში პატიმრებს ეპყრობიან პატივისცემით, სასჯელაღსრულების დაწესებულება ზრუნავს მათ რესოციალიზაციაზე, რაც მათთვის ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებაა განთავისუფლების შემდეგ...“- წერს აბაშიძე Facebook -ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |