თამთა მეგრელიშვილი: ტყუილია ყველა მცდელობა, ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება. მივმართავ საელჩოებს, გაეროს დაფინანსებული UNDP - ს პროგრამის ხელმძღვანელებს - გვიპასუხეთ რატომ აფინანსებთ LGBT პროპაგანდას საქართველოში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
150 27 თებერვალი 2024, 15:48

სიბნელე და კანონზომიერების წინააღმდეგ მიმართული მუშაობაა მცდელობა, ოჯახი ტრადიციული ოჯახიდან მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე დაიყვანონ; ეს უზნეობა აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, სწორედ ამიტომ, „ხალხის ძალამ" ეს მძიმე თემაც საკუთარ თავზე აიღო და დღეს თქვენ მოისმინეთ ბატონი გურამ მაჭარაშვილის ბრიფინგი და „ხალხის ძალის" გუნდის ღია პოზიცია, რომ ჩვენ ამ უზნეობის, ამ არაკანონზომიერების წინააღმდეგნი ვართ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება. ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან.

მეგრელიშვილი საქართველოში შვეიცარიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის საელჩოებს მიმართავს და მათგან ითხოვს პასუხს, რატომ აფინანსებენ LGBT პროპაგანდას საქართველოში.

„მსოფლიოში ცისარტყელას ფერებში შეფუთული ლგბტ პროპაგანდა ფერად ტერორად იქცა. სამყაროს კანონზომიერების წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღი, სახელწოდებით ლიბერალიზმი პირდაპირ ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვებისა და ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული ფასეულობების მომაკვდინებელ იარაღად იქცა. დაკვეთაა ამორალურობა, გარყვნილება ნორმად იქცეს, მიზანია სქესისაგან თავისუფალ არსებებად გვაქციონ ისე, რომ ჩვენ ქალად ან კაცად დაბადება გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდეს და სქესის დაბადების შემდგომ არჩევანის უფლებებში საკუთარი იდენტობა დავკარგოთ. მსოფლიო ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება! ეს უფლებების სახელით მოსიარულე სიბნელე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს და ევროპაში ჰპოვებს გაგრძელებას. სიბნელე და კანონზომიერების წინააღმდეგ მიმართული მუშაობაა მცდელობა, ოჯახი ტრადიციული ოჯახიდან მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე დაიყვანონ; ახალდაბადებულ ჩვილები დედის რძის მაგივრად, მამაკაცის რძეზე გაზარდონ; ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აკრძალონ და სხვა. შეიძლება ახლა ამას კითხულობთ და ფიქრობთ, რომ ეს უფლებრივი სიბნელე მხოლოდ ამერიკისა და ევროპის პრობლემაა და საქართველოსთან არავითარ შემხებლობაში არ არის, მაგრამ ცდებით. ეს უზნეობა აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, ისინი ამ საკითხის ასე განვითარებას აქაც მოითხოვენ, უფრო მეტიც რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ენჯეოები და მედიასაშუალებები ამ მძიმე თემების პროპაგანდას პირდაპირ დაივალებენ. სწორედ ამიტომ, "ხალხის ძალამ" როგორც ყოველი საფრთხის მეხამრიდმა ძალამ, ეს მძიმე თემაც საკუთარ თავზე აიღო და დღეს თქვენ მოისმინეთ ბატონი გურამ მაჭარაშვილის ბრიფინგი და "ხალხის ძალის" გუნდის ღია პოზიცია, რომ ჩვენ ამ უზნეობის, ამ არაკანონზომიერების წინააღმდეგნი ვართ. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ არ დავუშვებთ ძალადობას ახალი თაობის ფსიქიკაზე, არ დავუშვებთ უფლებების სახელით ამ სიბნელის პროპაგანდას. ჩვენ ვართ საზოგადოება რომლისთვისაც პირველადია ჩვენი სარწმუნოება, ტრადიციები და ფასეულობები რომლებმაც დღემდე სწორედ ამ ფორმით ასე მოგვიყვანა. ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება. ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან. მინაწერი: მივმართავ საქართველოში შვეიცარიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP - ს პროგრამის ხელმძღვანელებს - გთხოვთ გვიპასუხეთ რატომ აფინანსებთ LGBT პროპაგანდას საქართველოში? ქართულ საზოგადოებას, მის განწყობებს, ტრადიციებსა და ფასეულობებს პატივს არ სცემთ? თუ საქართველო კოლონია გგონიათ რომელზეც საკუთარ დღის წესრიგს თავისუფლად არგებთ? ასევე საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დანიგანის პოზიცია, ის იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის პოზიციას (მან გამოსცა ბრძანება და თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“) თუ ემიჯნება მას და ქართველისა და ქართულის დამოკიდებულებას რწმენისა და ტრადიციებისადმი სრულად იზიარებს?!“ - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი