საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები შერეულ წყვილებში ევროპის ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 26 თებერვალი 2024, 20:50
უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან სასიხარულო ცნობა მოვიდა - მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში  ჩემპიონობა იზეიმეს.

ჩვენმა მსროლელებმა ფინალში გერმანული წყვილი - ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს. 
შეჯიბრებაში საქართველოს მეორე წყვილიც (მარიამ აბრამიშვილი და იოანე ხვარეშია) გამოდიოდა, თუმცა პლეი-ოფის ოთხეულში ვერ მოხვდა და 561 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა. 

აღსანიშნავია, რომ შარშან ამავე რანგის ასპარეზობაზე შერეულ წყვილებში გათამაშებული ორი ბრინჯაოს მედლიდან, ორივე ჩვენმა წყვილმა დაისაკუთრა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი