122
26 თებერვალი 2024, 18:19
„70 წელია მიმდინარეობს კაცობრიობის შექმნის ბიბლიური ისტორიის გადაწერისა და ამის ახალი იდეოლოგიით ჩანაცვლების მცდელობა, რომელიც ელემენტარულ ფასეულობებს აღარ ითვალისწინებს - არც სქესს, არც ოჯახურ ურთიერთობებს, არც შვილთან დამოკიდებულებასა და ა.შ.“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
დავით ქართველიშვილმა ისაუბრა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ წერილზე, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - არის თუ არა აშშ რეალურად საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი?
„ჩვენი დღევანდელი წერილი ძირითადად აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობებს ეხება, ითვალისწინებს ამ ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორს ვუწოდებთ, ფასეულობით ერთობლიობას, ან ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ორმხრივ ინტერესს განაპირობებენ. მაგრამ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრანსგენდერები წარმოადგენენ ამერიკის სულიერების სიმბოლოს; როდესაც სახელმწიფო მდივანი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ბრძანებას გადასცემს, რომ თავი შეიკავონ დედის, მამის, ქალიშვილის, ვაჟიშვილის ხსენებისგან და ის ახალმოგონილი, გენდერული ტერმინებით ჩანაცვლდეს, რამდენად ჯდება იმ ფასეულობით ღირებულებებთან, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია და ვიცავთ, რომელსაც არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ვახურდავებთ? ამ გაუკუღმართებულ ფასეულობებთან, რა თქმა უნდა, არავითარი შეხება არ გვაქვს.
ჩვენ არც არავის მონები ვიყავით და არც გვინდა, რომ ვიყოთ. საქართველოს დამონებისა და კოლონიზაციის მცდელობა, ისტორიულად, ძალიან ცუდად მთავრდება მათთვის, ვინც ამას განიზრახავს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |