659
24 თებერვალი 2024, 16:29
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო. ამის შესახებ მელონიმ იტალიურ გამოცემა Il Giornale-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი აზრით, რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, დიდი ალბათობით, არც „ჰამასი“ დაესხმებოდა თავს ისრაელს. ნათელი იყო, რომ საერთაშორისო სამართლის ასეთ სერიოზულ დარღვევას, მით უმეტეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის მხრიდან, ექნებოდა კასკადური შედეგები მსოფლიოს სხვა რეგიონებსა და კუთხეებში, ახლო აღმოსავლეთიდან, ბალკანეთამდე და აფრიკამდე“, - აღნიშნა მელონიმ.
მისივე აზრით, ახალი კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კიდევ გაჩნდება იქამდე, ვიდრე უკრაინაში საერთაშორისო სამართალი არ იზეიმებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |