ვლადიმერ ბოჟაძე თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებაზე: რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია არც მალავს, რომ ავტოკრატიული რეჟიმის შემოქმედი ბელადის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციის მოხდენაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 21 თებერვალი 2024, 22:57
სამართლიანობა მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი იჯდეს ციხეში და არა ოროთახიან პალატაში, ბოლო წამამდე მოიხადოს სასჯელი იმ უმძიმესი დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას,  სადაც ამბობს, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება წინარევოლუციურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

ბოჟაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია არც მალავს, რომ ავტოკრატიული რეჟიმის შემოქმედი ბელადის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციის მოხდენაა.

„სამართლიანობა მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი იჯდეს ციხეში და არა ოროთახიან პალატაში, ბოლო წამამდე მოიხადოს სასჯელი იმ უმძიმესი დანაშაულებისთვის რაც საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა. 2021 წელს მისი არაჟნის კონტეინერით შემოპარვის მიზანი ქვეყანაში არეულობის, ქაოსის და დესტაბილიზაციის შექმნა, სისხლიანი რევოლუციის მოწყობა და შემდეგ ,,მეორე ფრონტის" გახსნა იყო, თუმცა სახელმწიფომ ეს არ დაუშვა და დაიჭირეს. მე-3 წელია ,,კლავენ", ,,აწამებენ", ,,სათანადოდ არ მკურნალობენ", მაგრამ მაინც მოახერხა ათასობით შეხვედრის ჩატარება, სოციალურ ქსელებში პოსტების გამოქვეყნება, სასამართლოს სხდომებზე ჩართვა, რეიტინგდაკარგული ,,ნაციონალური მოძრაობის" მართვა და ა.შ. ამ 3 წლის მანძილზე მილიონობით დოლარი, საქართველოში მოპარული ფული დახარჯეს ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში, ლობისტების დაქირავებაში, ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციების მომზადებასა და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციაში. მისი გათავისუფლების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ახლა სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ შეწყალებას. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია არც მალავს, რომ ავტოკრატიული რეჟიმის შემოქმედი ბელადის გათავისუფლების ერთადერთი მიზანი ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციის მოხდენაა. ამის შემდგომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩაერთვება და ამ წლების ყველა მონაპოვარი: მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, ევროკავშირთა და ნატოსთან დაახლოება, უბრალოდ დაიკარგება. დიახ, კიდევ ერთხელ საქართველოს ღალატი და ტერიტორიების დაკარგვა არის ამათი მთავარი მიზანი, თუმცა ამას არც სახელმწიფო და არც ხალხი არ დაუშვებს!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი