123
21 თებერვალი 2024, 11:54
„ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს და ეკითხება, გეგმავენ თუ არა ისინი აქციებს პოლონეთის საელჩოსთან იმ მოტივით, რომ პოლონელმა ფერმერებმა მიმართეს პუტინს, გაუსწორდეს უკრაინას.
„პირველად მოგმართავთ თხოვნით! პოლონელმა ფერმერებმა დღეს ღიად მიმართეს პუტინს, რათა ის დროულად გაუსწორდეს უკრაინასა და ბრიუსელს. მაინტერესებს, დღეს თქვენი მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა და აქციები პოლონეთის საელჩოსთან თუ სხვა ლოკაციებში - რომელ საათზე იგეგმება? საცობებს მინდა ავცდე! წინასწარ დიდი მადლობა, თუ კი გამაგებინებთ!" - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |