ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს ლევან თედიაშვილს ხვალ დაკრძალავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 19 თებერვალი 2024, 17:53

ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს ლევან თედიაშვილს ხვალ დაკრძალავენ. სპორტის სასახლეში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი, 14:00 საათზე კი გამოსვენების ცერემონია გაიმართება.
ლევან თედიაშვილს საგარეჯოში დაკრძალავენ.

ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში 17 თებერვალს გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი იყო ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973), ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

1971-1978 წლამდე, მთელი 8 წელიწადი, ის არ დამარცხებულა არც ერთ შეხვედრაში.

 ლევან თედიაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრი, ღირსების ორდენების კავალერი იყო. 

1971-80 წლებში ლევან თედიაშვილი 7-ჯერ მოხვდა საუკეთესო ქართველ ათლეტთა ათეულში, მათ შორის 3-ჯერ I-ელ ნომრად.

1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი