185
17 თებერვალი 2024, 17:03
მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გასაღება არ გამოვა, ვინაიდან ის არა მხოლოდ ქართულმა, არამედ საერთაშორისო სასამართლოებმაც დამნაშავედ ცნეს.
“ყველა კუბოს “ბეზრაზმერნი” თავსახური.
ნავალნის ავკარგიანობასაც რომ თავი დავანებოთ, მარტივი პარალელია თუ როგორი იმბეცილები არიან მიშა და მისი სექტა…
ეს დედიკოსთან ერთად კომპოტსა და ფაფას ოროთახიან პალატაში მიირთმევს, ხოლო ნავალნი უკიდურეს პირობებში გამოკეტეს.
მოკლედ, ყველა კუბოს ერგება ეს “მაოხრებელი გზირი” და მისი საცოდავი სექტაც, ერთხმად მღერის - "პოლიქრონიონ".
ხელისუფლებაში ყოფნისას იძალადა, იპარა, იკაიფა და ბოლოს, საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორობაში დაახურდავა. მერე არაჟნის კონტეინერით შემოაპარეს და მას მერე ტირის, ბორგავს, წუწუნებს და მოპარული ფულებით, საერთაშორისო ლობისტებს ქირაობს “ფეიკ”-ავადმყოფობის გასამართლებლად!
ვერ გაასაღებთ პოლიტიკურ პატიმრად, რადგან ადგილობრივმა თუ საერთაშორისო სასამართლომ ცნო სააკაშვილი დამნაშავედ და შესაბამისად, ბოლომდე მოუწევს მსჯავრის მოხდა, როგორც მოძალადე, კორუმპირებულ ნაძირალას!
P.S.
ჰო, ნავალნის რაც შეეხება - ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და პრინციპში, სააკაშვილიც ასე დასცინის ქართველ ერს ბიძამისთან საუბარში და ამაში კი ნამდვილად ჰგავს ნავალნი მიშას!” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |