არ ვიცი, დღეს რა შეიძლება ქნა იმაზე ვულგარული, რომ ნავალნი „ვივამედში“ გაშხლართულ, უსაქციელო, თვითმარქვია, ეგომანიაკ სიმულანტს შეადარო, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სმიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„მე აღმაფრთოვანებს გამბედაობა.
მჯერა, რომ ბედს გაბედული ადამიანები წყვეტენ.
გამბედავი ადამიანი არასოდეს აღნიშნავს რომ გამბედავია, იმიტომ რომ გაბედვას უალტერნატივოდ მიიჩნევს და ვერ ხვდება, აქ დასაფასებელი რა არის - წყნარად და მტკიცედ ბედავს.
ასეთი შეიძლება იყოს მტერიც.
ყველა რუსი პოლიტიკოსი ჩემი მტერია, სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს ჩვენს ქვეყანას.
მაგრამ ნავალნი გამბედავი კაცი იყო.
ნავალნის ცოლის ნებისყოფაც შოკისმომგვრელია - ძნელია, ძალა მოიკრიბო სიტყვა თქვა, როცა იგებ, რომ ვის გამოც სიტყვას იძახი, მოკლეს.
და მე არ ვიცი, დღეს რა შეიძლება ქნა იმაზე ვულგარული, რომ ნავალნი „ვივამედში“ გაშხლართულ, უსაქციელო, თვითმარქვია, ეგომანიაკ სიმულანტს შეადარო“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მორიგი ტყუილი „ვივამედის“ პალატიდან. არაერთი ექსპერტიზის პასუხის მიუხედავად, მსჯავრდებული სააკაშვილი მაინც ამტკიცებს, რომ ისიც ნავალნის მსგავსად მოწამლეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |