თამთა მეგრელიშვილი: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში ჩაიჭრება და 2024 წლის საარჩევნო შედეგი მათთვის 2028 წელსაც პოლიტიკური მელოდიის გაგრძელება იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 17 თებერვალი 2024, 12:31

ქართველი ამომრჩეველი დიდი ხანია გაიზარდა და ოპოზიციის ცრუ განგაშის აღარ სჯერა, ის საკუთარ არჩევანს საარჩევნო ურნასთან აკეთებს და ქუჩის პროცესების მიმართ მიმღებლობა უკვე აღარც აქვს. ამ პროცესს ვერ ეწევა დესტრუქციული ოპოზიცია, უფრო მეტიც მათ საარჩევნო ურნასთან მისული ამომრჩევლისათვის სათქმელი არაფერი აქვთ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის თქმით, ქართული ოპოზიციური სპექტრი ვერ ვითარდება, ერთ წრეზე ბრუნავს და იკრავს ყველა იმ სიბინძურეს, რაც მათ დამკვეთებს ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ.

„2024 წლის არჩევნებში საზოგადოება საარჩევნოდ დავარცხნილ ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და სხვებს როგორც შუაშისტურ გაერთიანებას არ მიიღებს და არჩევნებში მონაწილე ძალებს სამართლიან

პოლიტიკურ ქულას დაუწერს.
ეს იქნება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები რომელიც სპეკულაციის ადგილს არ დაუტოვებს ამ დესტრუქციულ ძალებს.

საარჩევნოდ უკვე დანერგილი მაღალი სტანდარტისა და ხარისხის პირობებში კოლექტიური ნაცმოძრაობის რეანიმირება რთული იქნება, ეს ძალები არ დასჯერდებიან პოლიტიკურ ფეილს და ქუჩაში გამოვლენ, ამ პროცესებისათვის უკვე ხდება ახალგაზრდების გადამზადება და ჯგუფების მობილიზება.

„არჩევნები გაგვიყალბეს“ მოტივით კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიერ ფსონი ქუჩის პროცესებზე დაიდება და ეს ძალები საუბარს ულტიმატუმის ენით დაიწყებენ.

ისინი შეეცდებიან მათთვის ნათქვამი პოლიტიკური არა არ მიიღონ და წაგება არასათანადო საარჩევნო გარემოს და ხელისუფლებას დააბრალონ.

საბოლოო ჯამში, არჩევნებს ეს ძალები ვერც ასე და ვერც ისე ვერ მოიგებენ და პოლიტიკურ ფეილს აღიარებენ, მაგრამ გამოსვლებით შეეცდებიან ქართული სახელმწიფო საერთაშორისო დამკვირვებლების თვალში რეპუტაციულად დააზიანონ.

ქართული ოპოზიციური სპექტრი ვერ ვითარდება, ერთ წრეზე ბრუნავს და იკრავს ყველა იმ სიბინძურეს, რაც მათ დამკვეთებს და ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ.

ოპოზიცია იმ გაფუჭებულ პროდუქტს ჰგავს, რომელსაც არავინ იყენებს და რომლის ბოლოც ნაგვის ურნაა. ქართველი ამომრჩეველი დიდი ხანია გაიზარდა და ოპოზიციის ცრუ განგაშის აღარ სჯერა, ის საკუთარ არჩევანს საარჩევნო ურნასთან აკეთებს და ქუჩის პროცესების მიმართ მიმღებლობა უკვე აღარც აქვს. ამ პროცესს ვერ ეწევა დესტრუქციული ოპოზიცია, უფრო მეტიც მათ საარჩევნო ურნასთან მისული ამომრჩევლისათვის სათქმელი არაფერი აქვთ.

დარწმუნებული ვარ, ფსევდო-შუაშისტური გაერთიანება, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში ჩაიჭრება და 2024 წლის საარჩევნო შედეგი მათთვის 2028 წელსაც პოლიტიკური მელოდიის გაგრძელება იქნება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი