თამარ ჩიბურდანიძე: სააკაშვილი მიხვდა, რომ უცხოეთიდან „ნაცმოძრაობის“ უშედეგო გათეთრებაში ფულს აღარ ყრიან, თუმცა სურთ იგივე გუნდი სახეშეცვლილი შეატყუონ ქართველ ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით, მიშა კი პირველობას არ თმობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 15 თებერვალი 2024, 10:48

ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ ანალიზს ავრცელებს.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის კონკურენციაა, რადგან უცხო ძალებს „ძველი“ სააკაშვილის „ახალი“ ზურაბიშვილით ჩანაცვლება სურთ.

„როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერობა დააპირა, ეგრევე გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილმა, რომ ოპოზიციის გაერთიანება მხოლოდ მის ირგვლივ უნდა მოხდეს და საკუთარ თავს მისცა ფუნქცია. სააკაშვილი მიხვდა, რომ უცხოეთი გეგმა ბ-ზე გადავიდა, ანუ მათ ჩანაცვლებაზე, რადგან „ნაცმოძრაობის“ უშედეგო გათეთრებაში ფულს აღარ ყრიან, თუმცა სურთ იგივე გუნდი სახეშეცვლილი შეატყუონ ქართველ ამომრჩეველს. სწორედ ამიტომ, სააკაშვილი მთელი რესურსით იბრძვის, რომ არ დარჩეს მიტოვებული.

აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს სერიოზული მეტოქე ჰყავს სააკაშვილის სახით. ზურაბიშვილი უცხოეთის ლობისტების ახალი პროექტია, სააკაშვილი კი - ძველი. რისკები ნამდვილად დიდია მიშასთვის და სწორედ ამიტომ გააქტიურდა პოლიტიკაში გისოსებს მიღმა. თუმცა, მათთვის მთავარია, რას დაგეგმავენ უცხოეთში მათი ლობისტები და ვის რა როლს დააკისრებენ საარჩევნოდ საქართველოში.

პრეზიდენტის სასახლეშიც ყოველდღიური ვოიაჟები ოპოზიციური პარტიების მხრიდან მხოლოდ პოზიორობაა. სინამდვილეში კი მათი უფროსების მიერ შედგენილ სცენარში უკვე ყველაფერი გაწერილია და ვერც ვერავინ გაბედავს ამ სცენარის შეცვლას.

ერთი კი ნამდვილად გაუხდებათ საჩოთირო - ვის ირგვლივ უნდა შემოიკრიბოს პულსდაკარგული ოპოზიცია? აქ საუბარია მხოლოდ ლიდერზე, თორემ ყველანი ერთად რომ ნაცმოძრაობის ირგვლივ არიან და მისი იდეოლოგიით ხელმძღვანელობენ, ეს ყველასათვის ნათელია. ზურაბიშვილი თუ ისევ სააკაშვილი? ვნახოთ, დაათმობინებენ თუ არა მიშას პირველობას? თუ მიშა ჩამოაქვეითეს, მაშინ „მიშა! მიშა!“-ს ერთგული ამომრჩეველი გაბრაზდება. და თუ მიშას სალომეს კალთას არ ამოაფარებენ, მაშინ დაძველებული „ნაცმოძრაობა“ სასურველ შედეგს ვერ მოუტანთ. მოკლედ, დიდი აურზაურია ოპოზიციის „სალხინეთში“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი