ედიშერ გვენეტაძე "ლელოზე": ხანდაზმული თაღლითები, თავისნაირ ახალგაზრდა თაღლითებს ტყუილების ხელოვნებაში დიდი რუდუნებით ზრდიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 15 თებერვალი 2024, 10:45
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პარტია “ლელოს" წევრების განსხვავებულ დაპირებებს პენსიების მომატების თაობაზე, სოციალურ ქსელში აფასებს. 

მისი განცხადებით, ხანდაზმული თაღლითები ახალგაზრდებს ტყუილების თქმაში ახელოვნებენ, რაზეც ირაკლი კუპრაძის და მამუკა ხაზარაძის მიერ ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვაგვარი განცხადებები მეტყველებს: კერძოდ, კუპრაძემ განაცხადა, რომ "ლელოს" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 1000 ლარი გახდებოდა, ხოლო ხაზარაძის თქმით, პირველ ეტაპზე პენსია 200 ლარით მოიმატებს, 4-5 წლის შემდეგ კი 1000 ლარამდე მიაღწევს. 

"არ გაგიკვირდეთ!
ხანდაზმული თაღლითები, თავისნაირ ახალგაზრდა თაღლითებს ტყუილების ხელოვნებაში დიდი რუდუნებით ზრდიან!
და აი აგერ შედეგიც დადეს!
თვე-ნახევარში ხანდაზმული თაღლითისაგან ესტაფეტა გადაცემული და თაღლითობის და აფერისტობის გზაზე მყარად შემდგარი ახალგაზრდა კუპრაძე 1000 ლარამდე ავიდა!
ამიტომაც
ნახეთ მაისამდე მომდევნო დამწყები თაღლითი გეგელია 1500-მდე გაქაჩავს!
ხოლო არჩევნების წინა დღეს კიდევ ერთი უკვე ტყუილებსა და აფერისტობაში დახვეწილი და სახელმწიფოს ქონების მითვისება განიავებაში ოჯახიდან ფესვგადგმული  "ლელოელი" ნაცვლიშვილი "ვოზდუხიდან" 2500-ს მაინც გახდის პენსიას!
აბა როგორ!
ამათთან მიმიქარავს ნებისმიერი იგორ კიო!
დაუკარით დახვეწილ არამზადა-თაღლით-აფერისტთა  უპენსიო ქორწილია!
თამადა და 
მთავარი დოლ-მაისტერი მამუკაა ხაზარაძე!
P.S. გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
 ხაზარაძე-ჯაფარიძე ბანკთან თაღლითობის სკოლას ხსნიან!
სწავლა ფასიანია და ვინც დროულად ვერ გადახდის პროცენტები ექნებათ გადასახადიო!
მასტერ-კლასებს თაღლითობაში ჩაატარებენ დიდად გამოცდილი ამ საქმეში პედაგოგები:
გეგელია  ნაცვლიშვილი, სამადაშვილი, უსუფაშვილი,...
იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი