გვლანძღავენ ჩვენ და კორუფციაზე საუბრის დროს, ყოველი მეორე ამბავი რომელიც კორუფციის მაგალითად მოჰყავთ, ცოლის ტყე, ჩარტერით ფრენა, მამის ქონება და ა.შ. ჩვენი გახეთქილი ამბავია. - ასე ეხმაურება გადაცემა ტვ "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" ავტორი ნოდარ მელაძე ამავე ტელევიზიის გადაცემაში "რეაქცია" გახარიას გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და სოციალურ ქსელში ამავე პარტიის დეპუტატის ანა ბუჩუკურის კომენტარს: "აჰა, ხაზარაძის დაწერილი იყო ტვ პირველის ტექსტები დღეს".
"ხვალ გამოვლენ და ამ ჟურნალისტებთან დადგებიან კომენტარზე, ისე რომ არც კი გაუტყდებათ.
ასე იქცეოდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მეთოდებიც და ტროლების სახელებიც იგივეა.
ხშირად, როდესაც ექს პრემიერის გუნდს, ხედავს მაყურებელი ჩვენს ეთერში, გვაკრიტიკებს, გვახსენებს 20 ივნისს, გახარიაზე გაყიდულებს გვეძახის, გვსაყვედურობს რომ გავრილოვის ღამის ავტორისთვის ეთერის დათმობა დანაშუალია.
გახარიას გუნდი, კობახიძესთან გარიგებულს გვეძახის, დღეს, ისიც კი თქვეს, რომ "კორუმპირებული კობახიძის სახელის გადარჩენაზე" ვმუშაობთ.
ამ დროს კობახიძის დედა სასამართლოში გვიჩივის, თეატრუალური უნივერსიტეტის, ლექტორის ინტერვიუს ჩაწერის გამო, რომელიც მას, დიპლომების სავარაუდო მაქინაციებში ამხელდა.
გვლანძღავენ ჩვენ და კორუფციაზე საუბრის დროს, ყოველი მეორე ამბავი რომელიც კორუფციის მაგალითად მოჰყავთ, ცოლის ტყე, ჩარტერით ფრენა, მამის ქონება და ა.შ. ჩვენი გახეთქილი ამბავია" - წერს ნოდარ მელაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |