162
13 თებერვალი 2024, 20:07
"ვერ აპატია სოზარ სუბარს სააკაშვილის ბრძანებით უსასტიკესად მოკლული როინ შავაძის, პაატა ქარდავასა და დათო ცინდელიანის საქმეების კულუარებიდან და ზღვის ფსკერიდან მზის შუქზე გამოტანა," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში სოზარ სუბარის ხსენებას.
ქართველიშვილის თქმით, სააკაშვილი ვერ პატიობს სოზარ სუბარს მის ობიექტურ და შეუვალ პოზიციებს სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით.
"დღეს თავი შეგვახსენა პოლიტიკური კომიდან გამოსულმა უკრაინის მოქალაქემ და ნაცების პირველმა პრეზიდენტმა - სოზარ სუბარს მიმართავს, რათა მან "ხალხი ცოტა ჭკუაზე მოიყვანოს და გააგებინოს, რომ მასთან მიმართებით მაგრად მიქარავენ". გასაგებია მისი მიმართვის ადრესატი და სარკაზმის მცდელობა - სოზარ სუბარისთვის ვერ უპატიებია მისი მტკიცე და ეროვნული პოზიცია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მიმართ, რაზეც მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, დიდი ალბათობით სააკაშვილს მოუწევს ახალ მსჯავრთან შეგუება.
ვერ აპატია სოზარ სუბარს სააკაშვილის ბრძანებით უსასტიკესად მოკლული როინ შავაძის, პაატა ქარდავასა და დათო ცინდელიანის საქმეების კულუარებიდან და ზღვის ფსკერიდან მზის შუქზე გამოტანა. რა თქმა უნდა, აგენტოკრატების დავალებით, ვერ გამოტოვებდა ხელსაყრელ მომენტს "გლობალური ომის პარტიის" ლაქია-მარიონეტების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმულ საკანონმდებლო ნაბიჯებს.
და რაც მთავარია, ვერ პატიობს სოზარ სუბარს "ხალხის ძალის" სახელით გამოთქმულ მტკიცე განზრახვას - მომავალი მოწვევის პარლამენტში მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ პოლიტიკური სასამართლოს დაინიცირების აუცილებლობის თაობაზე. სხვათა შორის, მიმდინარეობს ამ უსამშობლო უცხოელის აქტიური მზადება მისთვის უცხო ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობისა და მასში გაპრემიერების კუთხით. ამიტომ შევახსენებ საქართველოს სახელით იუსტიციის მინისტრის გაჟღერებულ შემოთავაზებას: ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ ჩამოუყვანონ ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტი - რის ხარჯებსაც, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს..." - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |