შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწეს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 12 თებერვალი 2024, 17:25

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და მმართველობის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს, შენონ გრინს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა USAID-ის მიერ საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. მიესალმა USAID-ის 2020-2025 წლების სტრატეგიაში საქართველოსთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებს, რომლებიც საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მედეგობის გაძლიერებაზეა მიმართული.

„შენონ გრინმა დადებითად შეაფასა USAID-ის თანამშრომლობა საქართველოსთან. მან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის განხორციელებაზე. ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. შენონ გრინმა მზაობა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის, მათ შორის, ევროკავშირის ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი იქნება და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება
შალვა პაპუაშვილი - 2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება
რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
არქივი