აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისადმი სალომე ზურაბიშვილის მილოცვას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 12 თებერვალი 2024, 16:57

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ილჰამ ალიევისადმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა დღეს გაავრცელა.

„თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხის და ჩემი სახელით მინდა, მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს თქვენს დაუღალავ მცდელობებში, რომელიც მიმართულია თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისკენ.

მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ორ ძმურ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ. ეს უდავოდ გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის როლს რეგიონული სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობაში.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს უღრმეს პატივისცემას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ვუსურვებ მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

საქართველოს მთავრობის წევრებმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს გააკეთეს განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილს მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით 9 თებერვალს მიულოცა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი იქნება და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება
შალვა პაპუაშვილი - 2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება
რუსთველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
არქივი