ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 12 თებერვალი 2024, 16:42

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა. ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილონ მასკი აცხადებს, რომ ზელენსკი „ყველა დროის ჩემპიონია“ ფულის ძარცვაში მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 2.5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო
შს სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად გეგმურ შემოწმებას იტარებს
Die Welt: ბერლინში ნიღბიანმა პირებმა პოლიციის მანქანას პიროტექნიკა ესროლეს - გერმანიის შს მინისტრმა პოლიციას მხარდაჭერა გამოუცხადა დამნაშავეების წინააღმდეგ თანმიმდევრული ზომების გატარებაში
რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა
ილია მეორე მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
არქივი