დავით ქართველიშვილი ალიევისთვის მილოცვაზე-საქმე რაღაც "დაპაუზებულ" შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 12 თებერვალი 2024, 15:38
საქმე რაღაც "დაპაუზებულ" შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან“,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს. 

„ყველას გვახსოვს ნაცების მესამე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შარშანდელი განცხადების „აბიჟნიკური" ტექსტი - ქვეყანაშიო ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა იყოო ჩამოსული და მე არა თუ არ შემახვედრეს, არც გამაგებინესო ამაზე... აზრი არ ჰქონდა იმის ახსნას, რომ ვიზიტი სამუშაო (!) იყო და ეხებოდა სამთავრობოთაშორისო საკითხებს და არა პეპლების პოპულაციას ვაშლოვანის ნაკრძალში. 

დღეს კი, უბრალოდ ვხვდებით, რომ საქმე რაღაც „დაპაუზებულ" შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან. სხვა განმარტება მე არ მაქვს. ამ წუთას დავასრულე ერთ აზერბაიჯანულ გამომცემლობასთან ინტერვიუ. შეკითხვაზე, თუ მაინც რატომ იქნა შარშან ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციირება საჭირო - თუნდაც ეს უკანასკნელი მაგალითი მოვიყვანე, რასაც გაოგნებული გაგებით მოეკიდნენ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი