ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 12 თებერვალი 2024, 15:32

მთავრობის კანცელარიასთან ონკოპაციენტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე კანცელარიაში წერილი დატოვეს. ასობით ონკოპაციენტი მკურნალობის სრულად დაფინანსებას ითხოვს.

მთავრობის მოქმედი პროგრამა გულისხმობს წლიურად მხოლოდ 25 000-იან ლიმიტს, რაც ხშირ შემთხვევაში, გადასხმისთვის და სხვა საჭირო პროცედურებისთვისაც არ არის საკმარისი.

მთავარი მოთხოვნა დაწესებული ლიმიტის მოხსნა და ონკოპაციენტების ინდივიდუალურად დაფინანსებაა მათი საჭიროების მიხედვით.

აქციაზე შეკრებილების თქმით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სამედიცინო მომსახურება თითოეული პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, თუმცა მათი თქმით, დაპირება დაპირებად დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი