„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს, განცხადებით ეხმაურება.
როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, ირაკლი კობახიძე მაღალი დონის და სტანდარტების მქონე პოლიტიკოსია, რაც სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უპრეცედენტოდ აკადემიურები იყვნენ დღეს, ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კულტურას ვერც კი მიუახლოვდნენ. მათი მიზანი იყო, რომ დინჯი და არა მდაბიო სიტყვიერი კრიტიკით, როგორიც ყოველთვის სჩვევიათ, კონკურენცია გაეწიათ არა აზრებით, არამედ, გარე იმიჯით. მათი მცდელობა ამაო იყო, თვალშისაცემი სიშორეა მათ შორის.
ირაკლი კობახიძე მაღალი დონის და სტანდარტების მქონე პოლიტიკოსია. დღეს, პროგრამის წარდგენისას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ეს არის რეალური და ძლიერი ევროპული გზა და არა ისეთი ყალბი და ფსევდო-ლიბერალური, როგორსაც ოპოზიცია გვთავაზობს.
„ღირსებით ევროპისკენ“!
სლოგანი და მიზანი შენარჩუნებულია. საქართველომ ღირსების შენარჩუნებით მიიღო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსი და ასეთივე ღირსებით განაგრძობს გზას. ეს არის თითოეული ქართველის ეროვნული ღირსება, შეინარჩუნოს საკუთარი და მიიღოს სიახლე ისე, რომ უძველესი ღირებულებები არ დააზიანოს.
წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |