თამთა მეგრელიშვილი: „ლელო" - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დიდ ფულს ხარჯავენ პოლიტიკურ პიარზე, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მათ ყოველ ჯერზე საკუთარი გუნდის შიგნით დასცინიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 07 თებერვალი 2024, 13:29

„ქართული ოცნების" მიერ მიღწეული ხელშესახები შედეგების შემდეგ მმართველ ძალას პრორუსულ ძალად რომ მოიხსენიებ, ფაქტია, ძალიან სხვაგან ხარ და საზოგადოების გამაერთიანებელ ძალად რომ ხედავ საკუთარ თავს და საკუთარ 3% ეფერები, ალბათ რაღაც ამოუხსნელი სინდრომია," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძის შესახებ.

მეგრელიშვილის თქმით, ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას თავშეფარებული დაემალა კანონს, მაგრამ სამართალმა და კანონმა თქვა, რომ ის პოლიტიკოსი თაღლითია.

„„ქართული ოცნება“ არის ეროვნული ინტერესების გამტარი პარტიული ცხოვრების საუკეთესო გამოცდილების მქონე პარტია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე წევრებით.
ეს არის ძალა, რომელმაც, ქვეყანა პერსონიფიცირებული მმართველობიდან ინსტიტუციურ მმართველობაზე გადაიყვანა, შექმნა რა მყარი ინსტიტუციები, სადაც პირთა წრის ცვალებადობა საფრთხეს არ უქმნის ინსტიტუციურ მდგრადობას.
"ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელმაც ადამიანზე და მის ღირსებაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა ჩამოაყალიბა.
აღკვეთა პატიმრების წამება, გაუპატიურება, 12-ჯერ შეამცირა პატიმართა სიკვდილიანობა ციხეებში, აღკვეთა ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, ასევე, ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე და უზრუნველყო მედიაპლურალიზმი, თვისობრივად გააუმჯობესა ქვეყნის უსაფრთხოების სტანდარტი, გააღრმავა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან.
სწორედ ამ გუნდის პირობებში მიღწეულ იქნა ასოცირების შეთანხმება,დაიდო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი.
ამ გუნდის პოლიტიკურად პრინციპული მიდგომით აბრეშუმის გზის ანუ ჩინეთის, ცენტრალური აზიის, ევროპის და კავკასიის დამაკავშირებელ დერეფანში საქართველო ერთ-ერთი საკვანძო რგოლია, რომელიც რეგიონის პოლიტიკურ ცენტრად ყალიბდება.
საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი გახდეს სატრანზიტო ქვეყანა და ამ შესაძლებლობას "ქართული ოცნება" აუცილებლად გამოიყენებს.
"ქართული ოცნება" ზემოთნახსენები ხელშესახები შედეგებით ის ეროვნული ძალაა რომელიც ქართულ ინტერესებზე დგას.
ეს ფაქტია, ეს ამ ძალის პოლიტიკის ანალიზითა და უკვე მიღწეული შედეგებით დასტურდება.
ცოტა უხერხულია ამ ფონზე შევეხოთ პოლიტიკაში დაკარგული ოპოზიციური პარტიის ისეთ მავნებლებს, როგორიც მაგალითად ბადრი ჯაფარიძეა, მაგრამ მაინც...
ეს არის კაცი, რომელიც პოლიტიკას თავშეფარებული დაემალა კანონს, მაგრამ სამართალმა და კანონმა თქვა, რომ ის თაღლითია, პოლიტიკოსი თაღლითი.
„ლელო" - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დიდ ფულს ხარჯავენ პოლიტიკურ პიარზე, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მათ ყოველ ჯერზე საკუთარი გუნდის შიგნით დასცინიან.
სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზს ამ გუნდში არ ვიცი ვინ აკეთებს, მაგრამ ფაქტია "ლიდერებს" აქაც დასცინიან.
აბა „ქართული ოცნების" მიერ მიღწეული ხელშესახები შედეგების შემდეგ მმართველ ძალას პრორუსულ ძალად რომ მოიხსენიებ, ფაქტია ძალიან სხვაგან ხარ და საზოგადოების გამაერთიანებელ ძალად რომ ხედავ საკუთარ თავს და საკუთარ 3% ეფერები, ალბათ რაღაც ამოუხსნელი სინდრომია.“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი