ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, თუ რა მასშტაბის საერთაშორისო საბოტაჟსა და კონფრონტაციის რისკს გადაურჩა ქვეყანა იმ განუხორციელებელი ტერორისტული აქტით, რაც უკრაინის მხრიდან დაიგეგმა და რაც ქართულმა მხარემ აღკვეთა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არც კი გახსენებია, ერთი სიტყვით მაინც გაეკეთებინა სახელმწიფოს მხარდამჭერი განცხადება და სულ რაღაც, ორი წუთი დაეთმო დღევანდელი საპარლამენტო გამოსვლა ამ ბარბაროსული აქტის აღკვეთისთვის.
„ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, თუ რა მასშტაბის საერთაშორისო საბოტაჟსა და კონფრონტაციის რისკს გადაურჩა ქვეყანა იმ განუხორციელებელი ტერორისტული აქტით, რაც უკრაინის მხრიდან დაიგეგმა და რაც ქართულმა მხარემ აღკვეთა.
ამ ფონზე, უკრაინის ნაძირალა ოფიციოზი რაღაც აბდაუბდა განცხადებით შემოიფარგლა და ყველაზე მთავარი - საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არც კი გახსენებია, ერთი სიტყვით მაინც გაეკეთებინა სახელმწიფოს მხარდამჭერი განცხადება და სულ რაღაც, ორი წუთი დაეთმო დღევანდელი საპარლამენტო გამოსვლა, ამ ბარბაროსული აქტის აღკვეთაზე.
თუმცა, ერთი ჯოხის ორი ბოლოა - გლობალური ომის პარტიის „ხელის ბიჭები“ უკრაინაში და ხელის გოგო, ფორმალური პრეზიდენტი საქართველოში!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |