ამირან სალუქვაძე ოპოზიციის გაერთიანებაზე: მერე რა რომ ფორმალურად სხვადასხვა ღირებულებების არიან? მათთვის მთავარია ძალაუფლება მოიპოვონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
119 06 თებერვალი 2024, 12:35

პოლიტიკური სისტემაც ჩამოუყალიბებელია და პარტიებიც, რადგან პოლიტიკოსთა (პოლიტიკაში, პოლიტიკასთან) მყოფთა დიდი ნაწილია ჩამოუყალიბებელი. ხან კახეთის გზატკეცილს მიაკითხავენ, ხან ფანჩატურს, ხან ლელოს ოფისს და ა.შ. მოკლედ, სადაც იპოვიან დაფინანსებას, იმ დამფინანსებლის იდეოლოგიის მატარებლები ხდებიან, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე პარტია შეიძლება შეთანხმდეს, რომ ერთმანეთს თავს არ დაესხან. თუ საარჩევნო კანონი საშუალებას იძლევა, შეიძლება ბლოკებში გაერთიანდნენ, ან ერთიანი სია შეადგინონ და ა.შ. ოღონდ ეს ხდება თუ ისინი იდეოლოგიურად, ღირებულებებით ახლოს არიან, ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე კი გაერთიანდებიან „ნაცმოძრაობა“, "ლელო" და გახარია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სხვადასხვა ღირებულებების არიან.

„ოპოზიციურ პარტიებში პოლიტიკური კულტურის პრობლემების, ასევე კოალიციების შექმნის/დაშლის საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ (განმეორებით) რამდენჯერმე დავაანონსე, მ.შ. დღესაც და, ოპოზიციის წარმომადგენლების ფარისევლური და ცრუ განცხადებების მოხშირების ფონზე, დროა ვამხილოთ, ამავდროულად ავხსნათ როგორ ყალიბდება კოალიციები, რაც პოლიტიკური კულტურის, ასევე ამომრჩევლის პატივისცემის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ამოსავალი წერტილია პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. ბევრი მიდგომაა. თუ ავიღებთ სწორხაზოვან სისტემას, გაგვაგებინეთ მოსახლეობას, ამომრჩეველს ვინ ხართ, რა იდეოლოგია და ღირებულებები გაქვთ, სად დგახართ მარცხნივ, ცენტრში, მარჯვნივ თუ იმას იქეთ? ამომრჩეველიც, ანუ მოსახლეობაც შესაბამისად ყალიბდება ზოგი სოციალ-დემოკრატია, ზოგი კომუნისტია, ზოგი ცენტრისტი და ა.შ. არ შეიძლება ამომრჩეველი ჯერ კაი ბიჭობით, ქარიზმით ან სხვა მახასიათებლით აკეთებდეს არჩევანს და მერე იწყებდეს გარკვევას რა მასტის პოლიტიკოსია და რა იდეოლოგიის მატარებელია. პოლიტიკოსს სჭირდება ქარიზმა, ორატორული ნიჭი, მაგრამ ამომრჩეველმა პარტია უნდა შეისწავლოს, რა ღირებულებებზე დგას პარტია. შეიძლება მოგეწონოს, "ეს ბიჭი (ქალი) კარგად ლაპარაკობსო", ხმა მისცე და მერე გაარკვიო, რომ თურმე ნეოფაშისტი ყოფილა? ან კიდევ, შეიძლება ხმა მისცე ცენტრისტულ პარტიას, მოიყვანო ხელისუფლებაში, მერე განაწყენდე და მხარი დაუჭირო მემარცხენეს ან ულტრამემარჯვენეს? ე.ი. თავად არ იცი ვინ ხარ და რა გინდა. შესაბამისად, ან შენს რჩეულ პარტიას მოსთხოვო პასუხი, გამოასწორებინო ხარვეზები, ან სხვა აირჩიო მიახლოებული იდეოლოგიით და ღირებულებებით. ახლა რაც შეეხება პარტიებს. ვიმეორებ, პოლიტიკური სისტემაც ჩამოუყალიბებელია და პარტიებიც, რადგან პოლიტიკოსთა (პოლიტიკაში, პოლიტიკასთან) მყოფთა დიდი ნაწილია ჩამოუყალიბებელი. ხან კახეთის გზატკეცილს მიაკითხავენ, ხან ფანჩატურს, ხან ლელოს ოფისს და ა.შ. მოკლედ, სადაც იპოვიან დაფინანსებას, იმ დამფინანსებლის იდეოლოგიის მატარებლები ხდებიან.

შეიძლება სააკაშვილის და ბენდუქიძის პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ფულს სუნი არ აქვს და ყველაფრის გაყიდვა შეიძლებაო, გააპროტესტონ გოლფის მოედნების და ძვირადღირებული სასტუმროების მშენებლობები იმ მოტივით, რომ მშრომელი ხალხი ვერ შევაო? ვიდეოები არსებობს. საუბარი ნაცმოძრაობაზეა. როცა თავად იყვნენ ხელისუფლებაში, ბათუმში შერატონის გახსნას მიესალმებოდნენ. ანუ, პარტია არა ღირებულებებით მოქმედებს, არამედ ვითარებიდან გამომდინარე, რა აწყობს კონკრეტულ მომენტში. ეს ნიშნავს, რომ პარტიაში იდეოლოგიური ნიშნით არ წევრიანდებიან. დაუკერებიათ ენაზე „პრორუსული“ და „პროდასავლური“. არც ერთს და არც მეორეს პოლიტიკურ სისტემასთან კავშირი არ აქვს. დასავლეთში ლიბერალებიც არიან, სოციალისტებიც და სხვა მასტის პარტიებიც. იმიტომ იწებებენ პროდასავლურის თუ, გვარამიას ჟარგონით, მედასავლეთეს იარლიყს, რომ იდეოლოგია არ გააჩნიათ. კიდევ ერთი პოლიტიკური აჯაფსანდალია პარტია "ლელო". ვინც კი ცუდად იდო ქუჩაში, ყველა ააგროვა. შეიძლება ბანკირების პარტიაში გაწევრიანდეს სოციალ-დემოკრატი? ამ პარტიაში კი ყველა მასტის ე.წ. პოლიტიკოსია. ახლა რაც შეეხება კოალიციების ჩამოყალიბებას. არიან პარტიები, რომლებიც იდეოლოგიურად ერთად ვერ ძოვენ და მათი ერთ მთავრობაში, ერთ ბლოკში, ერთ კოალიციაში ყოფნა წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია ორი მიზეზით: ამ პარტიების, მათი პოლიტიკოსების პრინციპების და ამომრჩევლის განაწყენების შიშით. რადგან თუ პარტია გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც მისი ამომრჩევლისთვის მიუღებელია, იციან, რომ ხმებს დაკარგავენ. წინასაარჩევნო პერიოდში ყველა მოქმედებს დამოუკიდებლად, ან შეთანხმებულად.

მაგალითად, რამდენიმე პარტია შეიძლება შეთანხმდეს, რომ ერთმანეთს თავს არ დაესხან. თუ საარჩევნო კანონი საშუალებას იძლევა, შეიძლება ბლოკებში გაერთიანდნენ, ან ერთიანი სია შეადგინონ და ა.შ. ოღონდ ეს ხდება თუ ისინი იდეოლოგიურად, ღირებულებებით ახლოს არიან. რა ხდება ჩვენთან? ქართულ ოცნებას ვერ ამარცხებენ და პარტიების განახლებაზე, საკუთარი თავის გაჯანსაღებაზე, ბნელი წარსულის გააზრებაზე კი არ მუშაობენ, მთელი ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი მიზნად ისახავს ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, თუ ოცნება ვერ მიიღებს 50%-ზე მეტს, შეკრან უმრავლესობა.

მერე რა რომ ფორმალურად სხვადასხვა ღირებულებების არიან? მათთვის მთავარია ძალაუფლება მოიპოვონ. ნორმალურ ქვეყნებში ასე არ ხდება. ბევრჯერ გავიხსენე ადრე, რომ მერკელი, ბოლო კანცლერობისას, 6 თვე აყალიბებდა კოალიციას. ზოგი პარტია, რომლებიც მერკელის პარტიისთვის მიუღებლები იყვნენ, თავშივე გამოირიცხა. კოალიცია ორ მთავრობასთან ერთად შეკრა და მათთან მოლაპარაკებას, პროგრამის შეთანხმებას მოანდომეს 6 თვე. იგივე პრობლემა ჰქონდა შოლცს, ოღონდ ერთ თვეში შეთანხმდნენ. მათ გაერთიანებას შუქნიშანს ეძახიან, პარტიების ფერების გამო. რატომ მოანდომეს 1 თვე? ადრეც დავწერე: სამმა პარტიამ გააფორმა 185 გვერდიანი შეთანხმება, სამოქმედო პროგრამა. ანუ, მთავრობა შოლცმა ჩამოაყალიბა, შოლცი გახდა კანცლერი, მაგრამ აიღო ვალდებულებები დანარჩენი ორი პარტიის საარჩევნო დაპირებებზეც. რა თქმა უნდა შოლცი ვერ გაითვალისწინებდა კოალიციის ორი წევრის ყველა მოთხოვნას. ამ მოთხოვნების შეთანხმებას მოანდომეს ერთი თვე და აისახა 185 გვერდზე. რა ხდება, თუ შოლცი დაარღვევს ამ შეთანხმებას და გადაუხვევს პროგრამიდან, გადადგამს ისეთ მაბიჯებს, რომლებიც ეწინააღმდეგება შეთანხმებულ პროგრამას? ამ შემთხვევაში კოალიცია შეიძლება დაიშალოს. ეს ყველაფერი გაწერილია. რა ხდება ჩვენთან? ჩვენთან გაერთიანდნენ „ნაცმოძრაობა“, "„ლელო“ და გახარია რუსთავში, წალენჯიხაში, მგონი კიდევ ორ მუნიციპალიტეტის საკრებულოში, შეკრეს უმრავლესობა და უტიფრად გვიმტკიცებენ კოალიცია არ გვაქვსო. ამ დროს სხედან სტუდიებში, ერთმანეთს აგინებენ, ამბობენ არასდროს ვითანამშრომლებთო და ამ საჯარო გინებების უკან, რამდენიმე მუნიციპალიტეტში თანამშრომლობენ და დადასტურებულად აპირებენ 2024 წლის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, შეკრან კოალიცია. აი ესაა პოლიტიკური უკულტურობა და ამომრჩევლის უპატივცემულობა.

თუმცა, ამომრჩეველი, რომელიც ასეთ უთავმოყვარეო, იდეოლოგიის არმქონე პარტიებს და პოლიტიკოსებს ხმას აძლევს, თავად არ სცემს პატივს საკუთარ თავს. თუმცა რა პასუხი უნდა მოსთხოვო კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ოპოპარტიების აბსოლუტური უმრავლესობა სააკაშვილის გავლენის ქვეშაა. სააკაშვილს კი ამ გავლენების, მართვის სადავეების დაკარგვის შიში აქვს. გვარამიამ ხალხის დასაბოლებლად, რათა მეტი ხმა წაეღო ე.წ. გადაუწყვეტელი ან სხვა ამომრჩევლებისგან, დაიწყო თამაში, თითქოს სააკაშვილს გაემიჯნა. სააკაშვილი დაფრთხა, არ დავკარგო კონტროლიო და სოცქსელში წერილი გამოაცხო, თქვენ ალაოდ ხომ არ ხართ, დედას გიტირებთო. გვარამიაც იმავე დღესვე მივარდა "გლავკანალზე" და ფირფიტა გადაატრიალა, სააკაშვილი ჩვენი სულიერი მამააო. ასე რომ, რამდენიც არ უნდა ლანძღონ ერთმანეთი, მოქმედებენ ერთი გეგმით, ერთი ცენტრის დავალებით, აერთიანებთ საერთო მიზანი. ანუ, ერთნი არიან. კიდევ ერთი. არ შეიძლება არჩევანის გაკეთება ვინმეს ჯიბრზე, ვინმეს წინააღმდეგ. არჩევანი უნდა გააკეთო შენი იდეოლოგიით, ღირებულებებით, უნდა გესმოდეს, რომ შენი ერთი ხმით პასუხისმგებელი უნდა იყო ქვეყნის სტაბილურობაზე, მომავალზე, განვითარებაზე. ასევე, კოალიცია პარლამენტში არ იქმნება ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ყალიბდება ღირებულებების, პროგრამების, დაპირებების საფუძველზე. რა ხდება პოლიტიკური კულტურის შემთხვევაში? დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“, თუ ხმები არ ეყოთ, ანუ ვერ აიღეს 50%, კოალიციას არ შეკრავენ ნაცმოძრაობასთან, ლელოსთან, გახარიასთან და ა.შ. როგორ უნდა იქცეოდნენ დანარჩენი პარიები? თუ ვერც ოცნებამ მიიღო 50% და ვერც სხვა პარტიებმა, იმ პარტიებმა კოალიცია არ უნდა ილაპარაკონ ერთმანეთთან, რომლებიც დღეს ერთმანეთს აგინებენ და ამბობენ არ ვითანამშრომლებთო.

ამ შემთხვევაში, თუ ვერავინ აიღო 50%, ასევე ვერ შეგროვდა პარტიები, რომლებიც იდეოლოგიურად, ღირებულებებით შეძლებენ კოალიციის, ანუ ნახევარზე მეტი ხმის შეგროვებას, ვერავინ ჩამოაყალიბებს უმრავლესობას და დაინიშნება ხელახალი არჩევნები. შესაბამისად, ახლა ვინც გვაბოლებს არ ვითანამშრომლებთო, დააზუსტონ წინასაარჩევნო პერიოდს გულისხმობენ, თუ არჩევნების მეორე დღესაც? თუ არჩევნების მეორე დღეს კოალიციის ჩამოყალიბებას გეგმავენ, მაშინ ნაცარს ნუ გვაყრიან და ერთმანეთს მკვდარ-ცოცხალს ნუ აგინებენ. სირცხვილია. წესები და პოლიტიკური კულტურა განვმარტე, რადგან დამღლელია თვალთმაქცობის ცქერა, თორემ 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციას შანსი არ აქვს, რაც თავადაც იციან, უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა გაპარსონ მათი დონორები“, - წერს სალუქვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი