ხაზარაძე / ჯაფარიძის თაღლითურმა დუეტმა რომ ობლიგაციების მფლობელები გადაყარა „ლისი დეველოპმენტის“ საქმეში, ამ ამბავს არ ვიმჩნევთ? - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ლისი დეველოპმენტი“-ს განცხადებას, სადაც ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებს და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობს.
ქადაგიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თავისი კომპანია აუდიტორებს გაბერილ ფასად შეაფასებინეს, მერე რომ ბევრი ობლიგაცია გამოეშვათ.
„ხაზარაძე / ჯაფარიძის თაღლითურმა დუეტმა რომ ობლიგაციების მფლობელები გადაყარა "ლისი დეველოპმენტის" საქმეში, ამ ამბავს არ ვიმჩნევთ? არც იმას ვიმჩნევთ, რომ თავისი კომპანია აუდიტორებს გაბერილ ფასად შეაფასებინეს, მერე რომ ბევრი ობლიგაცია გამოეშვათ და ხალხი გადაეყარათ? არც იმას ვიმჩნევთ, დროული რეაგირება რომ არა, ეს ხალხი რომ დღეს განწირული იქნებოდა? ეს ორი მევახშე კიდევ ურცხვად იტყუება, 1 000 ლარიან პენსიას დავარიგებო. სულით-ხორცამდე მევახშე თაღლითები ესენი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |