129
05 თებერვალი 2024, 15:18
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელთა თქმით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, რომლის გადაადგილების ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე ანდრეი შარაშიძე უწევდა.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინის სპეცსამსახურები ამ დროს ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ მინიმუმ სიმართლის დასადგენად და გამოძიების ხელშესაწყობად.
„ტერაქტს და ტერორისტულ ქმედებებს, რომ გამართლება არ აქვს ამაზე თავად ტერორისტების გარდა არავინ არ დავობს. ისტორიას არ ახსოვს ერთი შემთხვევაც კი როდესაც ტერორისტების სამიზნეს უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი არ მოჰყოლოდა. აქედან გამომდინარე მართლაც დასაფასებელი საქართველოს უშიშროების სამსახურის მაღალ პროფესიული ქმედება, რომელმაც ან საქართველოში ან საქართველოს გავლით თუ მონაწილეობით ტერაქტი აღკვეთა. ამავდროულად ისიც უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება სავარაუდოდ უკრაინელი პოლიტიკური ელიტის მიერ გახლდათ წახალისებული, ამ საქმეში ხომ მათი მმართველი პარტიის წარმომადგენლის სახლიც ფიგურირებს. ცხადია მეგობარი (?) ქვეყნების საქართველოსა და უკრაინის სპეცსამსახურები ამ დროს ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდნენ მინიმუმ სიმართლის დასადგენად და გამოძიების ხელშესაწყობად. თუმცა მე პირადად ამაში ეჭვი მეპარება, უბრალო მიზეზებიდან გამომდინარე, ერთი რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც უკრაინის პოლიტელიტა ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას და მეორეც მათი ხელისუფლებაც და შესაბამისი სამსახურები, სწორედ საქართველოში სხვადასხვა საქმეზე ბრალდებულ ყოფილი ჩინოვნიკების თავშესაფრადაა გადაქცეული.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |