ნინო წილოსანი: არ ვარ დარწმუნებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, საქართველომ პრიორიტეტები შეასრულოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
296 03 თებერვალი 2024, 14:29

არ ვარ დარწმუნებული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, საქართველომ პრიორიტეტები შეასრულოს, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ სურთ, საქართველომ ეს პრიორიტეტები შეასრულოს ან ზოგადად საქართველოს ევროკავშირის წევრობის ახალ გზაზე გადავიდეს. ამას ადასტურებს წინა პერიოდიც - მათი ვითომ ცრუ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, ვითომ უნდოდათ, რეკომენდაციები შესრულებულიყო, სინამდვილეში კი არაარგუმენტირებულად აქვეყნებდნენ ანგარიშებს და ცრუ დასმენებს ახდენდნენ, რათა ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის“, - აცხადებს წილოსანი.

„ენჯეოების“ ნაწილს 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ჩართვა ისევ სურს. 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება შალვა პაპუაშვილის სახელზე უკვე შეიტანა. მმართველი გუნდის შეფასებით, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მათ არაფერი გაუკეთებიათ, ხელის შეშლის გარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი