ლაშა ბუღაძე ტელეკომპანია "ფორმულაზე" - სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა, მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა "პოლიტ-ძელეცებისთვის" ხომ აქვთ სარჩო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 31 იანვარი 2024, 15:03
მწერალი ლაშა ბუღაძე, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ტელევიზიის მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გახდება.
ბუღაძის თქმით, "ფორმულას" განცხადება უპასუხისმგებლობა, ვინაიდან იმ ადამიანებს, ვინც იბრძოლა და სხვა მედიებს არ მიეყიდა, დელიკატურად ემშვიდობებიან, ხოლო ხაბეიშვილისა და მისი მსგავსი ფიგურებისთვის ტელევიზიას სარჩო მაინც აქვს.
"სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან... არჩევნებია წინო." - წერს ლაშა ბუღაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი