154
30 იანვარი 2024, 11:48
აბაშიძე აღნიშნავს, რომ კვლევისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს.
„ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო, ბერლინის ოფისის (და არა ეკა გიგაურის საქართველოს კანტორის) კორუფციის აღქმის ბოლო ინდექსის მიხედვით, საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და 55 ქულით 49-ე ადგილს იკავებს.
ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს სახელმწიფოს: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს.
რაც მთავარია, საგრძნობლად ჩამოგვრჩებიან ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნები - მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი.
კვლევისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი ოფისი ეყრდნობა არა შესაფასებელი ქვეყნების აქტორებს, არამედ 12-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ პარამეტრებს.
კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ისინი ფასდებიან 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.
მსგავსი მიუკერძოებული საერთაშორისო შეფასებები თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თუ რას მივაღწიეთ და ბანალიტიკის [ბანალური, ანალიზი, პრეტენზიულად სულელური] რა ჭაობში დრეიფობენ "ნაცებთან" დაკავშირებული ანგარებიანი ექსპერტები და ფსევდო-NGO-ები,“ - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |