თამთა მეგრელიშვილი „კორუფციის აღქმის ინდექსზე“: ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი, კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას - ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 30 იანვარი 2024, 11:41
ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი, კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას- ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება! - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს“, სადაც საქართველო ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეს წარმატება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური იმიჯის ხილული ნაწილია. „საერთაშორისო გამჭირვალობამ კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და კვლავ მოწინავე პოზიციას იკავებს. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს. საქართველოს ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. რეიტინგში საქართველოს უკან არიან მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი. ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი, კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას- ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება! მმართველობის პროცესს ეს სასიკეთო ძვრები ინსტიტუციურ მდგრადობას მატებს. ეს წარმატება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური იმიჯის ხილული ნაწილია. მშვიდობა, წარმატება და განვითარება ჩვენს სახელმწიფოს.“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი