გია აბაშიძე: შარლატანობა და უტიფრობა ორპროცენტიანი მამუკა ხაზარაძის „კრედოა", თაღლითები და წამგლეჯები ვერასდროს იქნებიან წარმატებული პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 24 იანვარი 2024, 16:34

შარლატანობა და უტიფრობა ორპროცენტიანი მამუკა ხაზარაძის "კრედოა". ჩამორჩენილია PR-შიც, წარმოდგენა არ აქვს ინტერნეტზე, სადაც ციფრული არქივები ნამდვილად "არ იწვის", - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე ეხმიანება მამუკა ხაზარაძის მიერ ბინებიდან გამოსახლების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მსგავსი რამ ზამთარში აკრძალულია და მის დროს მსგავსი ფაქტები არ ხდებოდა. ანალიტიკოსის თქმით, "ლელოში" მხოლოდ ხაზარაძის ახირებით მოქმედებენ, თუმცა, თაღლითები პოლიტიკაში წარმატებულები ვერასდროს იქნებიან.

„შარლატანობა და უტიფრობა ორპროცენტიანი მამუკა ხაზარაძის "კრედოა". ჩამორჩენილია PR-შიც, წარმოდგენა არ აქვს ინტერნეტზე, სადაც ციფრული არქივები ნამდვილად "არ იწვის". ავაზაკ მამუკა ხაზარაძეს და მის კანტორა "ლელოში", სადაც მხოლოდ მის ახირებებით მოქმედებენ, ვერაფრით შეუმეცნებიათ, რომ თაღლითები და წამგლეჯები ვერასდროს იქნებიან წარმატებული პოლიტიკაში", - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი