ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მოძრაობა „ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან დღემდე სჩადიან."
ანალიტიკოსის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ისევე უნდა აიკრძალოს, როგორც კომუნისტური პარტია, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, ებრძვის ეკლესიას, ტრადიციებს და ფასეულობებს.
"1991 წელს საქართველოში აიკრძალა კომუნისტური პარტია. საკმაოდ დაგვიანებულია, მაგრამ მოსახდენია - "ნაციონალური მოძრაობა" უნდა აიკრძალოს და გასამართლდეს. ეს ბოროტი სექტა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს, ებრძვის ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ხალხს, ტრადიციებსა და ფასეულობებს. ამასთან 2012 წლამდე ამ ფსევდოლიბერალმა ფაშისტებმა უამრავი ბოროტება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.
პასუხი უნდა მოეთხოვოთ ნაცჯალათებს! ეს თემა აღარ უნდა გადაიდოს!" - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |