ანაკლიაში „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილე რამდენიმე დელეგაცია ჩავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1045 23 ოქტომბერი 2019, 10:59

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებისგან ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი გამოიხატა და მონაწილეთა ნაწილი ადგილზეც აპირებს ჩასვლას,  – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ საკითხზე შედგა კომუნიკაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელთა წარმომადგენლები ინვესტორებს ადგილზე გააცნობენ პროექტის მიმდინარეობს.

„ანაკლიის პორტზეც ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს, რომელიც გამოიხატა რამდენიმე დელეგაციის მიერ. როგორც ვიცი, აპირებენ ჩასვლას, რათა ადგილზე გაეცნონ. ამ მიმართულებით ჩვენ შევხვდით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”და ისინიც მზად არიან. უკვე გამოყვეს პირები, რომლებიც ადგილზე შეხვდებიან ინვესტორებს, აუხსნიან ამ პროექტის მნიშვნელობას და მიმდინარეობას. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ადგილზე ჩასვლას აპირებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტი დღეს არის დაგეგმილი“, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით მიმდინარეობს, გუშინ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში დღეს საინვესტიციო ფორუმი იმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი