დავით ქართველიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მზად არის, თუ არა მათთვის გამოტანილი განაჩენით, გამოისყიდონ ჩადენილი ღალატი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 23 იანვარი 2024, 22:34
რატომ არის აუცილებელი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება - ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, საინტერესოა, ნანობს თუ არა დღეს იმ დროს ჩადენილ ღალატს.

„რა ვიცით იუდა ისკარიოტელის ღალატზე?

 ღალატში ფული აიღო
 
მოგვიანებით შეინანა 

ღალატში აღებული ფული სპონსორებს დაუბრუნა 


საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი

რა არ ვიცით 2008 წლის შემოდგომას, ნომერ 1633 ევრორეზოლუციის ტექსტის შედგენისა და მისი ხელმოწერის შესახებ?
 
 ქართულმა დელეგაციამ უსასყიდლოდ უღალატა ქვეყანას და მის შეიარაღებულ ძალებს, თუ ამაში კუთვნილი "30 ვერცხლი" აიღო 
 ნანობს თუ არა დღეს იმ დროს ჩადენილ ღალატს
 
 ღალატში აღებული თანხის შემთხვევაში, ამით ხომ არ აიხსნება მათი "გლობალური ომის პარტიის" მძევლობაში ყოფნის ფენომენი 
 მზად არის, თუ არა მათთვის გამოტანილი განაჩენით, გამოისყიდონ ჩადენილი ღალატი მაგრამ, ამ ვარაუდებზე უზენაესი - უდანაშაულობის პრეზუმფციაა.

ამიტომაც არის აუცილებელი "ნაცმოძრაობის" თავზე პოლიტიკური პროცესის ჩატარება, მათ შორის 2008 წლის ღალატში მონაწილე ფიგურანტების პოზიციისა და მოტივაციის საჯაროდ გამოაშკარავების მიზნით,“ -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი