210
21 იანვარი 2024, 00:30
სამჯერ წავიკითხე შალვა პაპუაშვილის ტექსტი და ვერაფრით მივხვდი, ასე რატომ გაგიჟდნენ? ე.ი კაცს არ შეეძლო ეთქვა, რომ ხატის შეურაცხყოფა არ შეიძლება და ასეთი ქმედებები დაპირისპირების წახალისება არისო? ანუ პარლამენტის თავმჯდომარეს ობიექტური შეფასება და საპატრიარქოს მხარის დაჭერა არ შეეძლო, სამაგიეროდ ამათ შეუძლიათ მთელი ეკლესია აგენტებად მოიხსენიონ? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციის შესახებ.
ლატარიას თქმით, ყველა სიტყვაში ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარეს და აღნიშნავს, რომ ისინი ვინც ამას დაპირისპირების წახალისებას ეძახიან, ჩვეულებრივი ბოროტები არიან, რომლებსაც ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი - რაც ქართული და მართლმადიდებლურია.
„რატომ ეცნენ ასე გაგიჟებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას? რა თქვა არ მისაღები? ხატის შეურაცხყოფა არ შეიძლებაო და რა არის აქ დასაგმობი? სამაგიეროდ ამ ჭინკებს მოსწონთ პატრიარქის გინება, ეკლესიის მიწასთან გასწორება, სარწმუნოების აბუჩად აგდება და ა.შ ხომ?......
გაბედონ აბა მეჩეთში შესვლა და რაც ჩვენთან გააკეთეს იგივე იკადრონ.. მიდი აბა გაბედონ.. მართლა ამოვიდა ყელში რა. შეიძლება მე არ ვიყავი ძალიანაც ეკლესიური ცხოვრებით მაცხოვრებელი, მაგრამ სხვის რწმენას არასოდეს ვეხები და ყოველთვის პატივს ვცემდი და ეს ყველაფრის მკადრებლები, რატომ აგინებენ და ებრძვიან ყველაფერს, რასაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ჰქვია? ალბათ ყველას გახსოვთ ევროპაში რაც მოხდა, მარტივი სარკაზმის გამო (შარლ ებდოო) და აქ ყველას, ყველაფერი რატომ უნდა შეეძლოს? რატომ უნდა ეპატიოს? აქ ხომ ელემენტარულ პატივისცემაზეა საუბარი? შეიძლება შენ ბევრი რამ არ მოგწონდეს, მაგრამ რა უფლებით ეხები სხვის რწმენას? სხვის სალოცავს? სხვის საფიცარს? აი - რა უფლებით? მართლა ჭინკები არიან რა
სამჯერ წავიკითხე შალვა პაპუაშვილის ტექსტი და ვერაფრით მივხვდი, ასე რატომ გაგიჟდნენ? ე.ი კაცს არ შეეძლო ეთქვა, რომ ხატის შეურაცხყოფა არ შეიძლება და ასეთი ქმედებები დაპირისპირების წახალისება არისო? ანუ პარლამენტის თავმჯდომარეს ობიექტური შეფასება და საპატრიარქოს მხარის დაჭერა არ შეეძლო, სამაგიეროდ ამათ შეუძლიათ მთელი ეკლესია აგენტებად მოიხსენიონ?
არა რა - ჩვეულებრივი ბოროტები არიან, რომლებსაც ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი _ რაც ქართული და მართლმადიდებლურია... ყველა და ყველაფერი...
ყველა სიტყვაში ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს , ყველა სიტყვაში და დავამატებდი კიდევ რაღაცებს, მაგალითად ბევრ ,,ტუუუუუუუუს"“ - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |