144
20 იანვარი 2024, 20:22
„სახელიც როგორი აურჩევიათ მართლაც მანიპულატორ, არატოლერანტ და სიძულვილის ენით მოსაუბრე ბექა მინიდიაშვილს და მის ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებს: "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი." შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა ეტყობა პატრიარქს "ჯაშუშს" რომ ეძახი, ეკლესიას დეგრადირებულს, 7 იანვრის აღნიშვნას "ანტიდასავლურ სიბრიყვეს" და ა.შ.“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრის დირექტორს, ეკა ჭითანავას, რომელიც შალვა პაპუაშვილის განცხადებებს მანიპულაციურს, სპეკულაციურს, არაეთიკურს და სიძულვილის ენის შემცველს უწოდებს.
ფოჩხუას თქმით, მინდიაშვილის დამცველები პარლამენტის თავმჯდომარეს უტევენ, თუმცა ქართული საზოგადოება გაიზარდა და ხალხმა თეთრის და შავის გარჩევა ისწავლა.
„სახელიც როგორი აურჩევიათ მართლაც მანიპულატორ, არატოლერანტ და სიძულვილის ენით მოსაუბრე ბექა მინდიაშვილს და მის ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებს: "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი."
შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა ეტყობა პატრიარქს "ჯაშუშს" რომ ეძახი, ეკლესიას დეგრადირებულს, 7 იანვრის აღნიშვნას "ანტიდასავლურ სიბრიყვეს" და ა.შ.
აი, ზუსტად ეს არის სიძულვილის ენა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავება.
აფუთფუთდნენ მინდიაშვილის დამცველები და ჩემი შენ გითხარის პრინციპით უტევენ პარლამენტის თავმჯდომარეს.
არ გამოუვათ არაფერი, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა, აღარ არის 2003 წელი, ხალხმა ისწავლა თეთრის და შავის გარჩევა, ასე რომ ტყუილად ირჯებიან ეს წარსულში ჩარჩენილი ადამიანები. ისე, ქვეყნისთვის სჯობს ასე გააგრძელონ, დღევანდელი კვლევებით "ქართული ოცნების" მომხრეთა 60% ოქტომბრისთვის 80% მიაღწევს," - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |