გივი მიქანაძე: ოპოზიციამ, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში იყო, ოცნებადაც ვერ აქცია ჩინეთთან მსგავსი ურთიერთობების დაწყებაც კი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
365 16 იანვარი 2024, 11:24

ოპოზიციამ, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში იყო, ოცნებადაც ვერ აქცია მსგავსი ურთიერთობების დაწყებაც კი, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ჩინეთი დაინტერესებულია საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებით.

„ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, ჩვენი ქვეყნის პოტენციალს და მნიშვნელობას კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ ჩინეთის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების მაღალ რანგში აწევის. ოპოზიციამ, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში იყო, ოცნებადაც ვერ აქცია მსგავსი ურთიერთობების დაწყებაც კი. ისინი ხვდებიან, რომ ეს [მმართველი გუნდის] ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული და მათთვის ეს მიუღებელია“, - აღნიშნა მიქანაძემ.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი