დავით ქართველიშვილი: ქვეყნის მტრების „შეშფოთებული აღშფოთებით“ აღსავსე ყოველი ბრიფინგი, საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ნათელი დასტურია იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 15 იანვარი 2024, 13:37
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოს მთავრობის ნაწილის ჩინეთში ვიზიტსა და რადიკალური ძალების მიერ ამასთან დაკავშირებით გამოხატულ აღშფოთებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველოს მთავრობის ნაწილის პეკინში ჩასვლით ჩინეთის განუსაზღვრელი ბაზრის შესაძლებლობების გაფართოებას ჩაეყარა საფუძველი, ხოლო მტრების გაღიზიანება და ზიზღი ქვეყნის წინსვლის ყოველ მცდელობაზე სიმპტომატურია.

„მესმის საერთაშორისო დონის პოლიტიკური მიმომხილველების შეფასებები, რომ „ანგლო-საქსონური“ უკანასკნელი შეტევა, იმავე იემენზე, პირველ რიგში ჩინეთზე დარტყმის ტოლფასია, ოღონდ აქაც - „ისეთი“, არა მთლად დამანგრეველი, მაგრამ გამაფრთხილებელი ხასიათისა, ვინაიდან ტვირთბრუნვის ის დერეფანი, რომელიც იემენზე გადის და ჩინეთის მიერ კონტროლდება, „ანგლო-საქსონურ“ სამყაროს აღიზიანებს.


მაგრამ, საერთოდ არ მესმის, ვის ედრებიან თავის პოლიტიკურ შეფასებებში ჩვენი ათკაციანი პარტიები, რომლებიც „მაღალი“ ტრიბუნებიდან ცდილობენ მათთვის მიუღწევად ორ სუბსტანციას ერთდროულად უკბინონ: ჩინეთს - „ანგლო-საქსონური“ სამყაროს ადგილობრივი „დამცველების“ პოზიციებიდან და მოქმედ ხელისუფლებას, რომელმაც ჩინეთში თავის ზე წარმატებული ვიზიტით საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის ახალ საფეხურზე გადასვლას ჩაუყარა საფუძველი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის ბლოკის პეკინში ჩასვლით, სწორედ ახალი საინვესტიციო ფანჯრის გაღებასა და ჩინეთის განუსაზღვრელი ბაზრის შესაძლებლობების გაფართოებას ჩაეყარა საფუძველი. როგორი სიმპტომატურია ქვეყნის მტრების თითოეული გაღიზიანება და დაუმალავი ზიზღი ქვეყნის წინსვლის ყოველ მორიგ მცდელობაზე. 

მათი „შეშფოთებული აღშფოთებით“ აღსავსე ყოველი ბრიფინგი ნათელი დასტურია იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავება, დღეს, ქვეყანაში ახალი საინვესტიციო პაკეტების ხორცშესხმის, ეკონომიკის გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ გადადგმული ახალი შესაძლებლობების ტოლფასია. და ტოლფასია ქვეყნის მტრების პოლიტიკურ „ევთანაზიისკენ“ გადადგმული გარდაუვალი ნაბიჯებისა“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველაფერს შეიძლება გაგებით მოეკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ დეტონატორების პოლიტიკური განეიტრალების დაყოვნებას აღარ გვაპატიებს
არქივი