276
15 იანვარი 2024, 00:53
მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალური ბრძოლა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან მინიმალური ანგარიშით, 14:15 დათმო.
აღსანიშნავია, რომ შარშან ტუნისის გრან-პრი სწორედ სანდრო ბაზაძის გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე 2022-2023 წლებში კაცებს შორის ხმლით ფარიკაობაში საპატიო პრიზის მფლობელია. სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |