317
13 იანვარი 2024, 19:15
ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა ანასტასია გუბანოვამ.
მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრს 68.96 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა. დღეს თავისუფალ პროგრამაში გუბანოვამ 137.56 ქულა მოიპოვა და საერთო ჯამში დაგროვებული 206.52 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონი გახდა ბელგიელი ლოენა ჰენდრიქსი (213.25), ხოლო მესამე ადგილზე მისი თანამემამულე ნინა პინზარონე (202.29) გავიდა.
დღეს ასევე იასპარეზა ალინა ურუშაძემ, მან ორი პროგრამის ჯამში 140.66 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე 22-ე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია გუბანოვა 2023 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |