ვლადიმერ ბოჟაძე დანიის ელჩზე: საინტერესო იქნება განმარტებების მოსმენა, რატომ იმეორებს ხაბეიშვილის ტექსტებს და აძლევს რადიკალური ოპოზიციის მართვად ტელევიზიებს საშუალებას, მისი მცდარი განცხადებები გამოიყენოს დაპირისპირებისთვის?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 11 იანვარი 2024, 14:59

სრულიად გაუგებარი და მიუღებელია როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩი ერთ-ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადება, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“ ტყუილის ტირაჟირებაა, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის დათქმებიდან ერთ-ერთს, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით.

"სრულიად გაუგებარი და მიუღებელია როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩი ერთ-ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ტყუილი და დეზინფორმაცია ,,ნაციონალური მოძრაობის" სავიზიტო ბარათია, მაგრამ დანიის სამეფოს ელჩისგან ამის ტირაჟირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის 9 დათქმიდან ერთ-ერთს: ,,პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებითი ბრძოლა". ვფიქრობ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ქალბატონი ელჩისგან განმარტებების მოსმენა, რატომ იმეორებს ხაბეიშვილის ტექსტებს? რატომ აძლევს რადიკალური ოპოზიციის მართვად ტელევიზიებს საშუალებას, მისი მცდარი განცხადებები გამოიყენოს პოლიტიკური დაპირისპირებისთვის?

დაველოდოთ დანიის სამეფოს ელჩის განმარტებებს, ის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

დანიის ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. აღნიშნული განცხადების გამო, ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატს უწყებაში დღის ბოლომდე ელოდებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი