„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პარლამენტის მიერ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მოსალოდნელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლმა ძალამ ამ კანონსაც „რუსული“ უწოდოს და საზოგადოების აზრზე მანიპულაცია შეძლოს, სწორედ, ამიტომ, მოსახლეობის მხრიდანაც საჭიროა ამ კანონის მისაღებად და დასაცავად აქტიურობა.
„პარლამენტის მიერ ეკლესიის ნაგებობების (ყველა რელიგიური ტიპის) და მასში განთავსებული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე სექტანტების მხრიდან აუცილებლად ექნება ადგილი მორიგ ნაცად მცდელობას: „არა რუსულ კანონს“.
თუ ამ ჯერზეც საზოგადოებამ დაუშვა ქუჩაში ამ ჭინკების საპროტესტო მსვლელობები, მაშინ წირვაზე მიმავალი მრევლი ნუღარ დაელოდება საკუთარ თავზე საღებავის შესხმას - თავად გადაისხას იგი და ასე გააგრძელოს ცხოვრება. თუ ჩვენ გვსურს ლუციფერის დამარცხება, მოდით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის არა მხოლოდ გვერდში დგომა, არამედ მისი დაცვაც დავიწყოთ, თუ საჭიროა - ქუჩაშიც...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |