მერსედეს ვერა მარტინი - მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში საქართველოში მთლიანი ჩარიცხვები დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1000 15 აპრილი 2020, 12:59

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება", – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა განაცხდა.

სსფ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-13 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულებაზე და პროგრამის თანხის გაზრდაზე.

როგორც მისიის დასასრულს ვერა მარტინმა განაცხადა,  პროდუქტიული დისკუსიის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ.

„სსფ-ს გუნდი რეკომენდაციას იძლევა სსფ-ს მხარდაჭერის საერთო თანხის გაზრდის შესახებ კვოტის 130 პროცენტით (დაახლოებით 375 მილიონი აშშ დოლარით), რაც დაეხმარება ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზების ღონისძიებების დაფინანსებას, დააკმაყოფილებს COVID-19 პანდემიით გამოწვეულ საგადამხდელო ბალანსის საჭიროებებს; მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებას. ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას  სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებაში დაეხმარება. თანხის ეს ნაწილი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მიმოხილვის დამტკიცებისთანავე“, – განაცხდა მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, მისიის დონეზე მიღწეულ ამ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელი საბჭო მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში განიხილავს.

როგორც მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა, მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება, რაც საქართველოს კვოტის 155 პროცენტია

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი