თამთა მეგრელიშვილი: დღეს გუნდს დაუბრუნდა კაცი, რომელმაც საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 30 დეკემბერი 2023, 19:55
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ვრცელი პოსტით ეხმიანება სოცქსელში "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში ვერავინ წაშლის და დღეს გუნდს დაუბრუნდა ადამიანი, რომელმაც საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა. 

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს პოლი­ტი­კა­ში სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ამპლუაში
დაბ­რუნ­და.

მის მიერ განვლილი გზა იყო რთული.
ის მკვლელი სისტემის პირისპირ საკუთარი ოჯახით დადგა ქართველი ხალხისთვის, ისევ ქართველი ხალხის იმედით მათ არჩევანს მინდობილი...

პირველი განცხადებით- "ვაპირებ ძალების გაერთიანებას, შემოკრებას, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის და მე მგონი, ამას მოვახერხებ, რომ ერთად დავდგეთ.
ძალიან დიდი ალბათობით, თუ გაინტერესებთ, ალბათ მინიმუმ 90 პროცენტიანი ალბათობით, მე ვაცნობიერებ, რომ ჩვენ მოვალთ აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენტში"- მან ეს მოახერხა, გაიმარჯვა და ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა შეასრულა.
დანაშაულებრივი სისტემა, ჰუმანური, ადამიანის ინტერესებსა და უფლებებზე მორგებული სისტემით ჩაანაცვლა და
დღესაც, წლების  შემდეგ  უცვლელია ის პოლიტიკური ნდობა, რომელიც პირველად  "ქართულ ოცნებას“  ქართველმა ხალხმა და მოქალაქეთა უმრავლესობამ გამოუცხადა.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური ძალის მმართველობით ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენას დაედო საფუძველი – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან უკვე მერამდენედ ქვეყნის მართვის მანდატის მიღება შეძლო და ხალხის იმედები გაამართლა.
ამ პოლიტიკური გუნდის
მიმართ მაღალი პოლიტიკური ნდობის პირობებში ბევრი ძირეული ცვლილება
მოხდა. მრავალ პოლიტიკურ ქარტეხილს სახელმწიფოებრივი პასუხი გაეცა და შექმნილი ინსტიტუციური
მდგრადობა ხელშეუხებელი დარჩა.

2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკის გააზრება ფაქტობრივი დადასტურებაა იმისა, რომ  ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში ვერავინ წაშლის!
ის გონიერ, პრაგმატულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რომელიც წინ უსწრებს მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებებს და  ნებისმიერ გამოწვევას პოლიტიკური მზაობით ხვდება.

ქართულ პოლიტიკაში დღემდე ბევრი რამ შეიცვალა და დღეიდან კიდევ მეტი შეიცვლება.
მმართველობის პროცესში ერთგვარი "სისხლის გადასხმა" მხოლოდ გამართლებული რისკია და ერთი შეხედვით მტკივნეულ პროცესებზე საბოლოოდ  დადებითად  აისახება. 

დღეს გუნდს დაუბრუნდა კაცი რომელმაც საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა. 
თითქმის უკონკურენტო პოლიტიკურ ველზე მეტი პოლიტიკური სიფრთხილე,
რომელსაც "ქართული ოცნება" იჩენს, 2024წლის  არჩევნებში უკვე გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ხელწერაა (გნებავთ ეს სიტყვები მოინიშნეთ).

დიახ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში ვერავინ წაშლის!
დიახ, "ქართული ოცნება" დღეს უკონკურენტო პოლიტიკური ძალაა და მასში მიმდინარე ჯანსაღი პროცესები მხოლოდ მხარდამჭერ ამომრჩეველთა რაოდენობას გაზრდის," - წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი