მოლოდინებისა და პროგნოზების თვალსაზრისით, ნაცსექტის "ლუზერებს" ზოგადად უიღბლო წელიწადი ჰქონდა - ერთი მეორის მიყოლებით იმსხვრეოდა მათი "ხავსზე მოჭიდებით" პოლიტიკური გადარჩენის ყოველი მომდევნო მცდელობა, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იგი ეხმიანება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს საკონტროლო გასროლის ტოლფასი მოვლენაა.
„მე არ გახლავთ მოჭადრაკე, თუმცა შამათის სახეობებზე მსმენია - მაგალითად "საბავშვო შამათი" (1. e4 e5 2. ♗c4 ♝c5 3. ♕f3 ♞c6 4. ♕xf7#) ან „სულელთა შამათი“ (1. f4 e6 2. g4 ♛xh4#). მაგრამ თუ რომელს შევადარო ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი სვლა საქართველოს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, ამაზე "დარგის" სპეციალისტებმა იმსჯელონ.
ან თუნდაც ფეხბურთი რომ ავიღოთ - წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გუნდი 7:0-ზე უგებს მოწინააღმდეგეს, თუმცა "მესი" (თუ "რონალდუ"?) ძირითად შემადგენლობაში არ დაგიყენებიათ. მაგრამ თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, "რონალდუ" (თუ "მესი"?) მაინც გამოდის მოედანზე. და ამ დროს უშანსოდ განადგურებისკენ მიმავალი გუნდი ამ ფაქტს: "აი ეხლა კი დაგერხათ!" - შეძახილით რომ შეხვდება. სწორედ ასეთი შეფასებები გაჩნდა "ავლიპი ზურაბაშვილის პრემიის" პოტენციური ნომინანტების რიგებში.
მოლოდინებისა და პროგნოზების თვალსაზრისით, ნაცსექტის "ლუზერებს" ზოგადად უიღბლო წელიწადი ჰქონდა - ერთი მეორის მიყოლებით იმსხვრეოდა მათი "ხავსზე მოჭიდებით" პოლიტიკური გადარჩენის ყოველი მომდევნო მცდელობა. წლის დასასრულს კი მათი მდგომარეობა უკვე ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე ითხოვდა "საკონტროლო გასროლით" ამ აუტანელი ტანჯვის დასრულებას - და ეს გასროლაც განხორციელდა.
თუმცა ამ პოლიტიკური გვამის შემაწუხებელი გახრწნითი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მიწას მივაბაროთ იგი. ამ მიზანს კი დამდეგი პოლიტიკური 2024 წელი უნდა ემსახურებოდეს და ჩვენ, მისი რიგითი მესაფლავეები. ქვესკნელს ებარებოდეს ნაცსექტის შემდგომი პოლიტიკური წარმატებული პერსპექტივები. ამ ქვეყანაში კი "ბოლივარი ორივეს ვერ გვზიდავს," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |