183
30 დეკემბერი 2023, 17:03
ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, „რა გაუკეთებია 11 წელიწადში [ბიძინა ივანიშვილს], კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას, მხარდაჭერა მოითხოვოს?!
„ბიძინა, ხელი მოკიდე ირაკლებს, ლილუაშვილებს, ფარცხალაძეებს, სოზარებს და მიბრძანდით დედა რუსეთში! ხალხს ევროპა, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა უნდა! მოვიგებთ მთავარ ბრძოლას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!
2018 წელს, ხალხმა გაიმარჯვა და ივანიშვილი „დაბრუნდა“ ... ცრემლად დაიღვარა და ხალხს აყვავებას დაჰპირდა... თავისი „გაინაღდა“ და „წავედიო“ ... კატასტროფა თუ არ მოხდა, მე აღარ დავბრუნდებიო და აგერ მისთვის კატასტროფა - ხალხმა გაიმარჯვა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ... კიდევ ერთი დიდი მარცხის შემდეგ, გამოძვრა სოროდან და ისევ ძალაუფლების დაკარგვის შიშით „შემობრუნდა“ ... ჩვენმა სწორმა მუშაობამ, ხალხის აქტიურობამ და სააკაშვილის პროცესებში ჩართვამ, რუსული პარტია სრულად ჩამოშალა ... რა გაუკეთებია 11 წელიწადში, კიდევ რომ აძლევს თავს უფლებას, მხარდაჭერა მოითხოვოს?!“,- წერს ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |