354
27 დეკემბერი 2023, 12:09
ქადაგიძის თქმით, "ხალხის ძალის" პირველი წინასაარჩევნო დაპირება არის კოლექტიური ნაცმოძრაობის განეიტრალება და პოლიტიკური ექსტრემიზმის პოლიტიკის მიღმა გაყვანა.
"2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ.
2012 წლიდან მოყოლებული, ბევრჯერ ვიხილეთ ქვეყნის აყირავების მცდელობა რადიკალი პოლიტიკოსების მხრიდან და სანამ ქართული პოლიტიკის სტერილიზაცია არ მოხდება პარაზიტებისაგან და ექსტრემიზმის მიმდევარი სუბიექტებისაგან, სულ ტურბულენტობაში მოგვიწევს ცხოვრება.
ბევრს აინტერესებს “ ხალხის ძალა”, როგორც პოლიტიკური აქტორი რას გეგმავს და ესეც პირველი საარჩევნო დაპირება - უნდა გავანეიტრალოთ კოლექტიური
ნაც-მოძრაობა, სრულიად გავიყვანოთ პოლიტიკის მიღმა პოლიტიკური ექსტრემიზმი და მკაცრი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, ყველა მოღალატეობრივ აქტს, აქტორსა და მათ ნამოღვაწარს!
უფრო მეტიც,
ნაც-მოძრაობა უნდა აიკრძალოს, როგორც სუბიექტი, დამნაშავე პარტია!
“არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!” - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |