ზურაბ ქადაგიძე ნინო ქათამაძეს: მომღერალი რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებს, ხელისუფლებას კი „რაღაც დაჯგუფებას” უწოდებს, მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 26 დეკემბერი 2023, 16:43
„2008 წლის შემდეგ მოსკოვი-პეტერბურგის სცენებიდან რომ ვერ ჩამოგხსნეს და 2019 წლის შემდეგ გაგახსენდათ რუსული ოკუპაცია, ეგ როგორ გავიგოთ, როგორც “ლაბუდაბუდეი”, თუ სულიკოს ძებნაში დაკარგული არტისტის დილემა?! თუ პოლიტიკური აქტივისტი ხართ, მიმართეთ კეზერას ან ხაზარაძეს და შეგიკვეთავენ პოლიტიკურ კონცერტს,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მომღერალ ნინო ქათამაძის ფეისბუქ სტატუსის შესახებ. „ქათამაძეს უთქვამს, აღარ მეპატიჟებიან სახელმწიფო ღონისძიებებზეო… ქალბატონო ნინო, მომღერალი რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებს და უფრო მეტიც, ექსტრემიზმისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, ხელისუფლებას კი „რაღაც დაჯგუფებას” უწოდებს, იგი პასუხისმგებლობასაც უნდა გრძნობდეს მოსალოდნელ შედეგებზე; შეხსენებისთვის, 2008 წლის შემდეგ მოსკოვი-პეტერბურგის სცენებიდან რომ ვერ ჩამოგხსნეს და 2019 წლის შემდეგ გაგახსენდათ რუსული ოკუპაცია, ეგ როგორ გავიგოთ, როგორც “ლაბუდაბუდეი” თუ სულიკოს ძებნაში დაკარგული არტისტის დილემა?! თუ პოლიტიკური აქტივისტი ხართ, მიმართეთ კეზერას ან ხაზარაძეს და შეგიკვეთავენ პოლიტიკურ კონცერტს, რა პრობლემაა?! და თუ არ აღიარებთ ლეგიტიმურ ხელისუფლებასა და ქართველი ხალხის არჩევანით განსაზღვრულ მმართველობას, რა უფლებით ითხოვთ სახელისუფლებო ღონისძიებებში მონაწილეობას?! თუ აქაც “ლაბუდაბუდეი” დაგემართათ და დილემის წინაშე დგახართ? კიდევ ერთი რჩევის მოცემა შემიძლია - კიევში გაფრინდით, ზელენსკი მოგაძებნინებთ სულიკოს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი