ნინო ფოჩხუა ნინო ქათამაძეზე: უკრაინის ომამდე, არ იყო რუსეთი ოკუპანტი, კონცერტს რომ არ აცდენდა არა მარტო მოსკოვში, რუსეთის პატარა ქალაქებშიც კი, რა შეიცვალა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 26 დეკემბერი 2023, 15:49
უკრაინის ომამდე, არ იყო რუსეთი ოკუპანტი, კონცერტს რომ არ აცდენდა არა მარტო მოსკოვში, რუსეთის პატარა ქალაქებშიც კი, რა შეიცვალა? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნინო ქათამაძის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ახალ წელსაც ვერ გამართავს კონცერტებს საქართველოს ვერცერთ ქალაქში.

ფოჩხუას თქმით, ქათამაძე მიჩვეულია დაუმსახურებელ დაფინანსებას და ვეღარ ეგუება, რომ ასე აღარ არის და აღარც არასდროს იქნება. „რა თავისუფლება, რა ოლიგარქიული მმართველობა, როცა ხარ მხარე და არ ერიდები პოლიტიკური განცხადებების კეთებას, რაც მთლიანად სიცრუეზეა აგებული, ლანძღავ ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებას, რომელიც არა თუ გიზღუდავს თავისუფლებას, საერთოდ არ ერევა შენს შემოქმედებაში, ნუ გექნება პრეტენზია მის მიმართ. უკრაინის ომამდე, არ იყო რუსეთი ოკუპანტი, კონცერტს რომ არ აცდენდა არა მარტო მოსკოვში, რუსეთის პატარა ქალაქებშიც კი, რა შეიცვალა? ამიტომ ფარსია ეს ყველაფერი და კეთილი ინებოს და სახელმწიფოს კი ნუ უყენებს პრეტენზიებს, დაიქირაოს დარბაზი, ტექნიკა, მუსიკოსები და ჩაატაროს კონცერტი, ხომ ასეთი მაგარია, რატომ ნერვიულობს, გაავსებს ალბათ დარბაზს, მაგრამ არა, მიჩვეულია დაუმსახურებელ დაფინანსებას და ვეღარ ეგუება, რომ ასე აღარ არის და აღარც არასდროს იქნება.“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
ლევან კოჭლოშვილი: 24 ნოემბერს ქალი ოპოზიციონერების მარშს ბაია პატარაია ჩაუდგება სათავეში, რომელიც გამოირჩევა ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების განსაკუთრებული სიძულვილით. მდიდარი ენჯეოშნიკის წინამძღოლობით მარში განწირულია
არქივი